X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ვიცე-პრემიერმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრებმა 2019-2020 წლის ბიუჯეტის შესახებ იმსჯელეს

16 სექტემბერი 2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულებასა და მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე იმსჯელეს მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის მისიის ხელმძღვანელმა  მერსედეს ვერა-მარტინმა.

შეხვედრას მინისტრის მოადგილეები-ირაკლი ქარსელაძე, მზია გიორგობიანი და სსფ-ს  (IMF)   წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მაია ცქიტიშვილმა სტუმრებს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

მისიის წევრები  რეგიონებში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებით, წყალმომარაგების სამუშაოებითა და სხვა პროექტებით დაინტერესდნენ. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მომავალი წელი დატვირთული იქნება სხვადასხვა სექტორში განსახორციელებელი მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოებით. მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები განიხილეს.